თიბისი ბანკმა ბანკი კონსტანტას აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა

დღეს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" თიბისი ბანკის და ბანკი კონსტანტას ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ოფიციალურად განაცხადეს თიბისი ბანკის მიერ მიერ კონსტანტას აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე და გააფორმეს მემორანდუმი, რომლის თანახმად უახლოეს დღეებში თიბისი ბანკი კონსტანტას აქციათა 80%-ის მფლობელი გახდება.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ბანკი კონსტანტა ერთ-ერთი საუკეთესო ბანკია მიკროსაფინანსო ბაზარზე, რამაც განაპირობა ჩვენი დაინტერესება ამ საფინანსო ინსტიტუტით. მას საკმაოდ გამართული და კარგი მენეჯმენტი გააჩნია, რომელსაც ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ. შესაბამისად, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავთ კონსტანტას მენეჯმენტთან და არსებულ სტრატეგიასთან მიმართებაში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. კონსტანტა კვლავ გააგრძელებს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი საბანკო ინსტიტუტი, ხოლო თიბისი ბანკი, თავისი რესურსებითა და გამოცდილებით, მხარდაჭერას გაუწევს მას, რათა კონსტანტამ კიდევ უფრო სწრაფად განავითაროს თავისი საქმიანობა."

კერძოდ, თიბისი ბანკი გეგმავს, თავისი წარმატებული გამოცდილება ეფექტურად ასახოს კონსტანტას საქმიანობაში, რათა იგი კიდევ უფრო გააქტიურდეს  არა მარტო საკრედიტო, არამედ დეპოზიტების ბაზარზეც, რომელზეც კონსტანტა შედარებით ახალი მოთამაშეა - დანერგოს ახალი პროდუქტები და წარმატებით განახორციელოს ყველა ის ამოცანა, რომელიც მისი სრულყოფილ საბანკო ინსტიტუტად ჩამოყალიბების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.

„ნებისმიერი ბანკისთვის სტრატეგიული პარტნიორის ძიება მუდმივი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შემოთავაზებები ადგილობრივი და უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან, ჩვენ არჩევანი ქართულ ფინანსურ ინსტიტუტზე გავაკეთეთ, - აცხადებს ბანკი კონსტანტას გენერალური დირექტორი, ლევან ლებანიძე, - „თიბისი ბანკის სახით ბანკმა კონსტანტამ ძალიან მყარი და ძლიერი პარტნიორი შეიძინა, რომელიც გაამყარებს ჩვენს პოზიციებს ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ბანკის სწრაფ ზრდას. ბანკი კონსტანტა გააგრძელებს საქმიანობას მიკროსაფინანსო სექტორში უფრო გაზრდილი  და ამბიციური გეგმებით."

ქართულ საბანკო სივრცეში ეს იქნება ორი საბანკო ინსტიტუტის ამ ტიპის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, როდესაც ხდება არა ერთი ბანკის მიერ მეორის შერწყმა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, არამედ ორივე მათგანი დამოუკიდებელ სუბიექტებად აგრძელებენ ბაზარზე ფუნქციონირებას.

ბანკი კონსტანტა 2010 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტიტუტი იყო და დღესაც განაგრძობს წინსვლას. გარიგების ფარგლებში, ბანკი კონსტანტას პირველი უცხოელი აქციონერის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია OikoCredit.

© 2012 ბანკი კონსტანტა
დამზადებულია ITDC-ს მიერ
bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet