„ბანკი კონსტანტა“ ნინო ქათამაძის და ჯგუფი „Insight “-ის კონცერტის სპონსორია

3 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძე და ჯგუფი „Insight " მათი ახალი ალბომის, - „მწვანე" მხარდასაჭერ კონცერტს გამართავს. ალბომში ცხრა ახალი კომპოზიცია არის შესული და მისი პრეზენტაცია პირველად მოსკოვში გასული წლის 26 ნოემბერს შედგა. თბილისის კონცერტი იმ ტურნეს ნაწილია, რომელიც ალბომის გამოსვლისას დაიწყო და კიდევ რამდენიმე თვე გასტანს. მის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტების გამართვა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და უკრაინაში.

პირველად ქათამაძის "ფერადი" ალბომის პრეზენტაცია 2006 წელს შედგა. მას შემდეგ გამოვიდა ალბომები სახელწოდებით "შავი", "თეთრი", "ლურჯი", "წითელი" და 2011 წელს - „მწვანე".

ბანკი კონსტანტა მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართულ კულტურას და ზოგადად, ქართველ ხელოვანებს და მოხარულია, რომ სპონსორობას უწევს ნინო ქათამაძისა და ჯგუფი „ინსაითის" ახალი ალბომის პერზენტაციას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოსახლეობას ისიამოვნოს მათი მუსიკით და მოისმინოს ალბომში შესული ახალი კომპოზიციები.

გთავაზობთ კომპოზიციას Gammai

© 2012 ბანკი კონსტანტა
დამზადებულია ITDC-ს მიერ
bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet